ჯაფარიძე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო - პროკურატურის განცხადება რუსთაველზე მომხდარ ავარიაზე
სამართალი - 21:02, 03 Feb, 2017     24673

რუსთაველზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. „ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც შეეჯახა „ოპელის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ნუგზარ ხაჯალია და „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა მექი დანელია.

ავტოავარიის შედეგად ავტომობილ „ოპელის“ მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა. სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით, რაც სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42