ბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა
რეგიონები - 15:05, 31 Jan, 2017     2068
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ფერიის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზური ენის სწავლების ჯგუფების გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ზურაბ პატრაძემ მინისტრებთან ერთად ამ ჯგუფებისთვის გამოყოფილი სპეციალური კლასები დაათვალიერა და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. მოეწყო გამოფენა აფხაზების აჭარაში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სადაც ხელოვანების კლუბის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თეატრალური წარმოდგენა ,,ჩვენ დავბრუნდებით“. სპექტაკლში აფხაზურმა დიალოგებმაც გაიჟღერა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფ საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სიტყვით მიმართეს. ,,ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამოდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან. იქ დაისვა საკითხი აჭარაში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და ერთობლივი მუშაობის შედეგად დღეს, პირველად, ორ საჯარო სკოლაში ჩვენს თანამემამულეებს აფხაზური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ. რეგიონში გვყავს არაერთი წარმატებული აფხაზი. აჭარაში 2000-მდე შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ემსახურებიან სამშობლოს, მშვიდობას, ურთიერთობების დამყარებას, გაძლიერებას და შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ შეხვედრაზე.

დღევანდელი ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. განათლების ფონდის მიერ პედაგოგებთან გაფორმდა ხელშეკრულების საფუძველზე თითოეული ჯგუფისათვის კვირაში 4 საათი ჩატარდება.

განათლების ფონდი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით მომარაგებასაც. სკოლის ინიციატივით სპეციალურად დაიბეჭდა აფხაზური ენის 1991 წელს გამოცემული სახელმძღვანელო დედა ენა და ასევე, აფხაზური ენის თვალსაჩინო ანბანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42