სააპელაციო სასამართლოში დღეს მამუკა ახვლედიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან უკანონო გადაყენებას აპროტესტებს. მისი სარჩელი პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლ;ე მანანა ჩოხელმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენას ეხებოდა.
ახვლედიანი გეგმავს საკასაციო წესით მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაეს სასამართლოში. სამივე ინსტანციაში პროცესის დასრულების შემდეგ კი საკუთარი პოზიციის დაცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გეგმავს.
„ეს არის სირცხვილი, იმიტომ, რომ ნამდვილად ყველამ იცის რაც ხდება ჩემს საქმესთან დაკავშირებით და ალბათ ასეთ სწრაფ რეჟიმში განხილვაც მხლოდ იმიტომ არის, რომ ალბათ ჩინჩალაძეს მიუსწროს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ვადა ეწურება და მიიღოს მონაწილეობა განაწილებაში ან საქმის განხილვაში, რომ დადგეს მათთვის სასურველი შედეგი,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






