რიტუალური მკვლელობის საქმეს სასამართლო დახურულ სხდომებზე განიხილავს
სამართალი - 17:44, 30 Jan, 2017     3462
რიტუალური მკვლელობის საქმეს სასამართლო დახურულ სხდომებზე განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის 30 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუბა ყ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ სხდომა სრულად დახურა, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ირმა ყ.-ს ადვოკატიც.

ამავე დანაშაულის ფაქტზე, კიდევ ერთი ბრალდებულის, ნინა ჩ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და ბრალდებულის არასრულწლოვნების გამო დახურულ სასამართლო სხდომაზე იხილება.

სასამართლო პროცესები, როგორც წესი ტარდება საჯაროდ, თუმცა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ, იმის გამო, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკვლევი მტკიცებულებები იდენტურია, აგრეთვე ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლო, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებითა და პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გაუხმაურებლობის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეს დახურულ სასამართლო სხდომებზე განიხილავს"- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42