ბახმაროს გზაზე დაკარგული ახალგაზრდების ჯგუფი და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები ჩოხატაურში
რეგიონები - 14:18, 30 Jan, 2017     24054

გუშინ ბახმაროს გზაზე, ფოთელი, ექსტრემის მოყვარული ახლგაზრდების ჯგუფი დაიკარგა - ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ უთხრა.


მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 7-კაციანი ჯგუფი ბახმაროში ასვლას ცდილობდა, სადაც ძლიერი თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო გზა აებნათ. საჭირო გახდა სამაშველო ბრიგადების გამოძახება, რომლის დახმარებითაც, ახალგაზრდები ჩხაკაურამდე ჩამოიყვანეს და იქ სხვადასხვა ოჯახებში დააბინავეს.

გამგებლის თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

რაც შეეხება ზოგადად ჩოხატაურში არსებულ სიტუაციას, როგორც კუჭავა გვეუბენება, დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზების გაწმენდა ვერ ხერხდება, პრობლემებია შუქის მიწოდების კუთხითაც, რადგან "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები ვერ გადაადგილდებიან იმ ადგილებში, სადაც დაზიანებულია სადენები:


"თითქმის ორ მეტრამდე აღწევს თოვლის საფარი დიდივანში, შუა სურებსა და ზემო სურებში. გზა ამ წუთებში იწმინდება ქვემო სურებში და ტექნიკა დაიძრება ზემო სურებისკენ. ძალიან მაღალია თოვლის საფარი ზოტშიც, სამ მეტრს მიაღწია. ადგილზე სამი ტრაქტორი გვყავს, მაგრამ ვერ ახერხებენ გაწმენდას, რადგან ისევ ინტენსიური თოვაა. ჩხაკაურაშია ასევე მობილიზებული ტექნიკა, მაგრამ იქ არსებობს ზვავსაშიშროებაც, ამიტომ სოფრთხილეა საჭირო.მძიმე გამავლობის ტექნიკა რომ ვამუშაოთ, ქობულეთიდან ველოდებით ლაფეტს. ამით გაიწმინდება როგორც ჩხაკაურას, ასევე ნაბეღლავის გზა.

სულ 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს ჩოხატაურში, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. სოფლის შიდა გზების გაწმებდა ხვალ ნაშუადღევს უნდა დავიწყოთ, სოფლებამდე მისასვლელი გზები კი გაწმენდილია, ცენტრამდე სასწრაფო, ორხიდიანი მანქანები იმოძრავებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42