შეწყალების მიუხედავად ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულები სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ
სამართალი - 21:23, 27 Jan, 2017     2361
პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულები სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, ისინი უზენაესი სასამართლოს შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ სარჩელს.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იურისტის თქმით, შექმნილ ვითარებაში ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"არც ერთ მსჯავრდებულს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს შეწყალების თაობაზე, პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიმაჩნია რომ ამ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ამ ადამიანების პატიმრობაში გატარებული თითოეული დღე უსამართლობის განცდას ქმნიდა. არსებობს სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა... ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვიბრძოლებთ სრული გამართლებისთვის"- აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

მსჯავრდებულთა კიდევ ერთი ადვოკატი ლევან სამუშიაც ამბობს, რომ "ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"ეს საქმე არ დამთავრებულა. ეს საქმე იმ წერტილამდე მივა, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ. სრულად იქნება მათი უდანაშაულობა ცნობილი და ყველა გაიგებს თუ რასთან გვქონდა საქმე, თუ რატომ იყვნენ ეს ადამიანები პოლიტიკურ ტყვეობაში და რატომ იტანჯებოდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში მათი ოჯახის წევრები"- თქვა სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42