დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა
რეგიონები - 15:41, 26 Jan, 2017     1886
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თამჯდომარე გიორგი მიშელაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - „პომოდორნა“, „საარაგვო“ და „მაღრანი ნატურალური“ - გახსნას დაესწრნენ.

„დღეს სახელმწიფოსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილმა კიდევ სამმა ახალმა სასოფლო-სამეურნეო კოოპარატივმა დაიწყო ფუნქციონირება. უნდა აღინიშნოს, რომ აგრარული დარგის მიმართულებით კოოპერაციამ ფერმერებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ახალი კოოპერატივები შემნახველი, სამაცივრე და სასათბურე მიმართულებით იფუნქციონირებენ. ქვეყანაში, სახელმწიფოს ხელშწყობით სულ უფრო აქტიურად ხდება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენება, რაც ხელშესახებ ახლო მომავალში შედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პომოდორნა“ საქმიანობის ძირითად სფეროს სრულად აღჭურვილი 1000 კვ.მ სასათბურე მეურნეობაში პომიდვრის რამდენიმე სახეობის მოყვანა წარმოადგენს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „საარაგვო“ დუშეთის რ-ნის სოფელ წითელ კლდეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კარტოფილის ელიტური ჯიშების მოყვანას ახორციელებს.

კარტოფილის სხვადასხვა ჯიშისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მაღრანი ნატურალური“ საქმიანობის მთავარი მიმართულებაც.

ორივე კოოპერატივი ფლობს სამაცივრე მეურნეობებს, სადაც მოყვანილი პროდუქციის შესაბამის ტემპერატურაზე დასაწყობებაა შესაძლებელი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გახსნას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ესწრებოდნენ.

კოოპერატივები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42