ქართველი ვიცე-პოლკვნიკი გია ცერცვაძე, რომლეიც უკრაინაში დააკავეს, დღეს კიევის სააპელაციო სასამართლომ უნდა გაათავისუფლოს. სავარაუდოდ უკრაინის პროკურატურა ცერცვაძის პატიმრობაში დატოვებას არ მოითხოვს, სხდომა კიევის დროით 12:00 საათზე გაიმართება:
"იმედი მაქვს პროკურატურასთან შევთანხმდებით და მას გაათავისუფლებენ. ვფიქრობ, ამის შემდეგ შემოწმებები ექსტრადიციისთვის აღარ იქნება. მჯერა ყველაფერი გამოგვივა," - აცხადებს ქსენია პროკონოვა.
ცერცვაძის ადვოკატი უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც იური ლუცენკომ აღნბიშნა, რომ ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძეს უკრაინა რუსეთს არ გადასცემს და მას გაათავისუფლებენ.
რაც შეეხება ლუცენკოს განცხადებას, ის გამოწვეულია იმით, რომ ამ თემაზე დიდი მღელვარების ტალღა წამოვიდა. ვნახოთ, არის თუ არა მისი სიტყვები რეალობა," - განაცხადა ქსენია პროკონოვამ.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმაურება უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის პროკურატურას აქვს სწორი პოზიცია, რუსეთისთვის გია ცერცვაძის გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
რუსეთის ფედერაციასთან უკრაინას აქვს ომი. რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ქვეყანა, შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, არ უნდა გადაეცენ რუსეთს," - აცხადებს გია გეწაძე.
მასალის გამოყენების პირობები






