„ერთი კითხეთ მთავრობის ხალხს, რამდენჯერ ჭამენ დღეში“ - დღეში 1,60 - ლარი უპოვართა კვებისთვის
რეგიონები - 13:31, 23 Jan, 2017     3213
მართალია, ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი იკლებს და სოციალური პროგრამის მიღმა ათასობით ბენეფიციარის დარჩენაც სწორედ ამით არის განპირობებული, სულ სხვა რეალობას ამტკიცებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში სიღარიბის დონის სისტემატიურ კვლევევს აწარმოებენ.

ამ სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვთა საგანგაშო რაოდენობა შიმშილობს, საშუალო მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილიც უკვე ღარიბთა სიაში გადადის და იზრდება უკიდურესად შეჭირვებულთა და უპოვართა რიცხვიც.

დღეისთვის ოზურგეთის უპოვართა სასადილოში ყოველდღიურად 170 ადამიანი იღებს კუთვნილ ულუფას. უფასო კვების სერვისით, რომელსაც ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის შექმნილი პროგრამა ითვალისწინებს, ოზურგეთში მხოლოდ ქალაქად მცხოვრებნი სარგებლობენ.

დაბზარული კედლები, გამოსაცვლელი ფანჯრები, იატაკზე დაწყობილი ქილები, არასაკმარისი კარადები და სამუშაო გარემო - ეს ქალაქ ოზურგეთის უფასო სასადილოა, სადაც ყოველდღიურად 170 ადამიანი ერთ ულუფა სადილს იღებს. სახლის თანამშრომელთა განცხადებით, შენობაში არ არის ცხელი წყალი, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ქალაქის ბიუჯეტიდან უფასო სასადილოსთვის ერთი თვის განმავლობაში 8 ათასი ლარია გამოყოფილი, ანუ დღიურად ერთ ბენეფიციარზე ქალაქ ოზურგეთის მთავრობა სულ რაღაც 1,60-ლარს ხარჯავს. უფასო სასადილოების მომსახურებაზე ყოველწლიურად ცხადდება ტენდერი.

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ტენდერში, ამჯერად ახალმა შპს ‘’ჩიხურა’’-მ გაიმარჯვა.

უფასო სასადილოს მომსახურეობით, სოციალურად დაუცველის გარდა, მოქალაქის ოჯახური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, სხვა უმწეო ბენეფიციარებიც სარგებლობენ. თუმცა, როგორც სასადილოში მისულს იქ მყოფმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გვითხრა, მათთვის განკუთვნილი საჭმელი მცირეა და ხშირად არ ყოფნით.
„ერთი კითხეთ მთავობის ხალხს, რამდენჯერ ჭამენ დღეში? ერთხელ რაცხა სუპს დაგისხამენ ის უნდა ვიყოფინოთ მთელ დღეს? იმის საშუალება, რო მქონდეს სასადილოდან წაღებული საჭმელის გარდა კიდევ ვიყიდო საკვები, აქ რა მინდა. ორჯერადი კვება მაინც უნდა იყოს. ერთი ბანკა სუპი მთელ დღეს მეყოფა? “ - აცხადებს ბენეფიციარი.

„ადრე ამდენი გაჭივრებული არ იყო, ახლა ათი დაგვემატა. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ასე უჭირთ. ადრეც და ახლაც უმრავლესობას სადილი შინ მიგვაქვს. აქ იშვიათად ვსადილობთ. პერსონალი საკვებს სუფთად ამზადებს, წუნს მართლა ვერ დასდებ. მეტი, რომ იყოს კაია მარა, აგიც, რომ არ იყოს მთალად უარესი დაგვემაერთებოდა.“

შპს „ჩიხურას“ ხელმძღვანელი, ეკა კობერიძე აცხადებს, რომ უპოვართა სასადილოს საკვები პროდუქტებით ხუთი თვის განმავლობაში მოამარაგებს. რაშიც 40 ათასი ლარი აქვს გაანგარიშებული. გამოდის, რომ შპს-მ თვეში 8000 ლარად 170 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებაზე უნდა იზრუნოს.

კითხვაზე, ლარის კურსის ვარდნისა და გაძვირებული პროდუქტების პირობებში, როგორ მოახერხებს შარშანდელთან შედარებით სამი ათასი ლარით ნაკლები თანხით ბენეფიციართა მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებით გამოკვებას, გვპასუხობს, რომ წაგებაზეც რომ მოუწიოს მუშაობა, ბენეფიციართა კვების ხარისხში არანაირი ცვლილება არ შევა:

„მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარების კვების ხარსიხის ყველაზე მაღალია. ხალხი, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, შეიძლება ითქვას, შინ საკვების გარეშე არიან დარჩენილნი, ამიტომ პროგრამის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ ვიცი ვინ რა შეამცირა, მე მოგებული მაქვს ტენდერი ხუთი თვით და ვალდებული ვარ უპავართა სასადილოს ბენეფიციარებს ის საკვები მივაწოდო რაც მენიუშია გათვალისწინებული. რაც შეეხება იმას, რატომ მივიღე ტენდერში მონაწილეობა თუ მოგება არ მრჩებოდა გეტყვით, რომ ეს ჩემი გადასაწატყვეტია, თუმცა მივიღებ თუ არა ხუთი თვის შემდეგ მონაწილეობას ისევ ტენდერში ამაზე ხუთი თვის შემდეგ გიპასუხებთ, რადგან წინასწარ არ ვიცი რა იქნება. მართალია გაძვირებულია პროდუქტზე ფასები, თუმცა, მე ამ ხუთი თვის განმავლობაში ვალდებული ვარ მენიუში მითითებული პროდუქტები მოვამზადო, ეს ძვირი მიჯდება თუ იაფი ვალდებულება მაქვს და უნდა გავაკეთო. რაც შეეხება შენობას, რომელიც შეკეთებას საჭიროებს,ამაზე მიმართეთ ქალაქის მერიას, მე შეგიძლიათ მომთხოვოთ ხარისხი, როგორ ვახდენ პროდუქტის მიწოდებას ბენეფიციარებზე. - აცხადებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი, ეკა კობერიძე.

უპოვართა სასადილოს საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, გასულ წელთან შედარებით, სამი ათასი ლარით ნაკლებ თანხაში აიღო ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება. ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხა კი როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს სხვა მიმართულებით, გადანაწილდა.

შეიძლებოდა თუ არა, გამოთავისუფლებული თანხა არა რომელიმე აიპის, ან სპორტის განვიტარებაზე, არამედ სასადილოს მოწყობაზე გახარჯული, ოზურგეთის მერიაში გვპასუხობენ, რომ უპოვართა სასადილოს მოწყობა თებერვლის თვეშია დაგეგმილი.

„მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარების კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ტენდერში გაიმარჯვა შპს ‘’ჩიხურა’’-მ. მის მიერ შემოთავაზებული საფასურის ოდენობიდან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით, ეკონომიამ შეადგინა 3 000 ლარი, თუმცა ბიუჯეტი არ არის ისეთი პრიმიტიული სისტემა, რომ მორჩენილი ეკონომია, ავტომატურად, ამავე სასადილოს რემონტში დახარჯულიყო. რემონტი და რეაბილიტაცია ბიუჯეტის სხვა მუხლს გულისხმობს და ამ ყველაფერს თავისი ფინანსური პროცედურები ესაჭიროება. შესაბამისად, აღნიშნული 3 000 ლარი, სხვა მიმართულებით გაწეულ ეკონომიებთან ერთად გადამისამართდა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ა.ა.ი.პ.-ებში. რაც შეეხება თავად სასადილოს, უკვე შესყიდულია საჭირო შიდა ტექნიკის ნაწილი, ინტერიერის რემონტი თებერვლის თვეში დაიწყება. ერთი ბენეფიციარის კვების დღიური ღირებულება კი საშუალოდ, 1,60 ლარს შეადგენს“. - აცხადებენ მერიაში.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42