76 წლის ქალის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. პროკურორის სავარაუდოდ იმ პროცესის დახურვას მოითხოვს, რომელზეც ვიდეო და აუდიო ფირების გამოქვეყნება მოუწევს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ ხმაურიანი მკვლელობის საქმეზე პროკურორები განცხადებებს მხოლოდ სასამართლო პროცესზე გააკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი ტელეფონებიდან, ადგილზე გადაღებული ვიდეო და აუდიო ფაილებია ამოღებული.
ცნობილია, რომ 27 წლის ბექა შენგელიას მსგავსად, თავს დამნაშავედ სცნობს მოკლილის შვილი, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობდა და აღიარებს, რომ ის საკუთარი სურვილით დაესწორ გვამის დანაწევრებას.
ბრალდებული ბექა შენგელია რიტუალურ მკვლლობას უარყოფს, კანიბალიზმს კი არა. ის არ მიინევს, რომ ეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულია.
პროკურატურა ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ბრალდებულ პირს. განაჩენი საქმეზე 2 თვეში გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები






