გაძვირებული ბავშვთა კვება და მედიკამენტები - მოსახლეობის მძიმე ყოფა გურიაში
რეგიონები - 15:17, 19 Jan, 2017     5519

ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული ფასების შემცირება არ გამართლდა და მედიკამენტების ნაწილზე ფასების მორიგი ზრდა დაფიქსირდა. „გურიის მოამბე“ დაინტერესდა, როგორ აისახება ეს მოსახლეობის ჯიბეზე და კონკრეტულად რომელი დასახელების მედიკამენტი გაძვირდა.
მედიკამენტების უმეტესი ნაწილი გაძვირდა. აფთიაქებში ბავშვთა კვების საშუალებების დიდი არჩევანია. შესაბამისად, პროდუქციის ხარისხი და ფასიც განსხვავებულია. როგორც რამდენიმე აფთიაქში განაცხადეს, განსაკუთრებით გაძვირებულია რამდენიმე დასახელების საკვები. ნეტრი 01 - ღირებულება 20, 25 თეთრს შეადგენა, ახლა მისი ფასი 24. 50. მალიუტკა კი რომელიც 11.30 ღირდა 13.50 თეთრია.

ოზურგეთში რამდენიმე აფთიაქში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ტიპის მედიკამენტს ფასი მოემატა. მაგალითად გაძვირებულია სუპრასტინი - რომელიც რამდენიმე თვის წინ 2.80 ღირდა, ახლა კი მისი ღირებულება 3.10. ცეფამედი 19 ღირდა, მისი ღირებულება ახლა 22 ლარს შეადგენს, რაც შეეხება პრედუქტალს თუ მისი შეძენა 24 ლარი გიჯდებოდათ, ახლა 27.80 თეთრის გადახდა მოგიწევთ.
პამპერსებიდან ყველაზე უკეთ თურქული წარმოების ,,ქან ბებე” იყიდება, თუმცა ლარის რყევამ იაფიანი პროდუქციაც გააძვირა. დაახლოებით 3 თვის წინ, თითო საფენის ფასი 30-დან 55 თეთრამდე მერყეობდა, ახლა 0,57 ლარი ღირს.

აფთიაქებში წამალზე ფასების მატებას, ქვეყანაში ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ბოლო დღეებში მათ მედიკამენტების შეძენა გაზრდილ ფასად უწევთ. მათივე ინფორმაციით, წამლებზე ფასმა ძირითადად 1,50 ლარიდან 2 ლარამდე მოიმატა.
,,ჩემი 1 წლის პატარა ხელოვნურ კვებაზე მყავს, პამპერსიც და კვებაც გაგვიძვირდა. არადა, ყველაფერს მოიკლებ, მაგრამ შვილს მშიერს ხომ არ დატოვებ? თვეში ბავშვის შენახვა 572 ლარი გვიჯდება. ეს მხოლოდ საკვებს და პამპერსს რაც შეეხება. კატასტროფული მდგომარეობაა. მთავრობა რომ გაიძახის, დემოგრაფიული მაჩვენებელი უნდა გავაუმჯობესოთ, ქართველი ერი უნდა გამრავლდესო, მარტო თქმა უშველის? ერთი შვილის გაზრდა მიჭირს და მეორეს არ გავაჩენ. მირჩევნია ერთს ყველაფერი ჰქონდეს, ვიდრე რამდენიმეს ბევრი რამ აკლდეს”.

,,მედიკამენტები 20%-ით გამიძვირდა. წნევის წამალი ისე გაძვირდა, რომ ვეღარ ვყიდულობ. არავინ არ ცდილობს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას. საბოლოო ჯამში კი ჩვენისთანა დაბალი ფენა ზარალდება. მაღალი წნევა მაწუხებს, დიაბეტი, ვენების გაგანიერება მაქვს. ექიმის დანიშნული წამლების საერთო ღირებულება 300 ლარს აჭარბებს და იძულებული ვარ, ზოგიერთი წამალი არ ვიყიდო, აი ცხოვრება და ამას ქვია არსებობა?.”

,,ბავშვი რომ შეგვეძინა, ისე გვიხაროდა, გვეგონა ზედიზედ რამდენიმეს გავაჩენდით, მაგრამ ფინანსურად ისე გაგვიჭირდა, ეს გამოგვაზრდევინა, ამას ვოცნებობთ. თითქმის ყოველ მესამე, მეორე დღეს საყიდელი აქვს საჭმელი, წამლები, სველი ხელსახოცები, პამპერსი.“

„ექიმი რომ გეტყვის მაინცდამაინც ის ძვირიანი შეიძინო, ბავშვს არაფერი ავნოთ, არ გამოაყაროსო. რა უნდა ქნა, ბოლო თეთრსაც გაიღებ და პატარას საუკეთესოს მოუტან, ხომაა ასე? ხოდა რა უნდა ვქნა გეკითხები, კაი, სანამ იყო თხილი ქე ვყიდე და ახლა რა გავყიდო. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი მეუღლე. ველოდებით დედამთილის პენსიას.“

ექსპერტების განცხადებით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.5%-ით გაიზარდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე – 0.7%-ით, ჯანდაცვაზე კი – 2%-ით. სურსათის ჯგუფში ფასები განსაკუთრებით გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,3%), რძე, ყველი და კვერცხი (3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8%).

მათი მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციაზე (8,6%), განსაკუთრებით გაზრდილია მედიკამენტების ფასები.

არჩევნების შემდეგ, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება გარკვეულწილად უკვე აისახა იმპორტირებულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით მედიკამენტების ფასებზე. ეკონომისტების აზრით, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლიური ინფლაცია დაგეგმილ 5%-ს არ გადააჭარბებს, თუმცა, გარკვეულ ჯგუფებზე, სადაც მაღალია იმპორტის წილი, ინფლაციის მაჩვენებელიც გაცილებით მაღალი იქნება.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42