კეთდება გზა ჩვენი სახლების დანგრევის ხარჯზე?- ლანჩხუთის მოსახლეობა ჩინური კომპანიის წინააღმდეგ
რეგიონები - 15:14, 19 Jan, 2017     4926

აკეთის მოსახლეობამ გუშინ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივები ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფლიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებს.

მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მდინარის კალაპოტი იშლება, მეწყრულ ზონაში ყოველდღიურად მძიმეტონიანი ტექნიკის მოძრაობა მათ გაცილებით დიდ საფრთხეებს უქმნის: „გეუბნებით, კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ყოვედღე 60-70 ტონიანი მანქანების მოძრაობა სოფელში, სადაც არის მეწყრული ზონა, დაბზარულია სახლები და ავარიულია შენობები, ყველაფერს გაანადგურებს. ჩვენ ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ სახლები თავზე არ დაგვენგრევა? ჩვენს შვილებს, რომელიც საბავშვო ბაღსა და სკოლაში დადიან, ერთ დღესაც ჭერი არ ჩამოენგრევათ თავზე? რატომ გასცა სამინისტრომ ნებართვა მდინარე სუფსის სანაპიროდან გაეტანათ ინერტული მასალა? ეს არ ნიშნავს იმას, რომ გზა გაკეთდეს ხალხის დაზარალების, სახლების დანგრევის და დატბორილი სოფლის ხარჯზე?-გვიყვებიან ადგილობრივები.

„გურიის მოამბესთან“ საფრთხის შემცველ პრობლემებზე საუბრობს სოფლის დეპუტატი გოგი მორჩილაძეც. მისი თქმით, მოსახლეობა ლოგიკურად ითხოვს მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რადგან სოფელი საფრთხის წინაშე დგას:

„მე ამ სოფლის მკვიდრი ვარ და ვიცი აქ რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა. ამხელა წონიანი მანქანები ყოვედღე გაივლიან გზაზე, სადაც არის ახალრესტავრირებული ტაძარი, სკოლა, ბაღი. მტვერს რომ თავი დავანებოთ, ვერ გაუძლებს ეს სახლები ამხელა სიმძიმეს და დაიშლება. მოსახლეობა ითხოვს გარანტიებს, რომ არავინ დაზარალდება. მესმის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ და არა მგონია აკეთის მოსახლეობა ამას აკეთებდეს, მაგრამ იქ სადაც არის მეწყრული ზონა, სიფრთხილე საჭირო. მდინარესთან ახლოს მოსახლეობას აქვს საყანე ფართობები, ესეც განადგურდება და ხალხი მშიერიც დარჩება ბოლოს. შარშან ბიუჯეტიდან ორ მილიონამდე ლარი დავხარჯეთ, ჯებირების ასაშენებლად, ყანები რომ არ დატბორილიყო, გავამაგრეთ ოზურგეთი-აკეთის დამაკავშირებელი ხიდი, რომელსაც პრობლემას უქმნიდა ადიდებული მდინარე, ახლა ყველაფერი წყალში ჩაიყრება დახარჯულ თანხასთან ერთად. წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემა იქმნება ერთდროულად. კომპანია კი, არავის არაფერს არ გაუკეთებს საბოლოოდ და ამ ხალხთან ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ყველაფერზე პასუხიმგებელი“-გვითხრა გოგი მორჩილაძემ.

აქციაზე მოსახლეობასთან გუშინ ლანჩხუთის გამგებელი, ზაზა ურუშაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სოფლიდან ინერტული მასალაის გატანას ახდენს, გუშინ მოსახლეობასტან არავინ გამოჩენილა. მათ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ გამგებელთან. გაირკვა, მხოლოდ ის, რომ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვალ შეხვდებიან.

ავტორი: თეა იოსელიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42