საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი
სამართალი - 11:10, 18 Jan, 2017     3870
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 63 ფაქტი;

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი;

ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი;

ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) – 1 ფაქტი;

ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი;

ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი;

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის:

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) - 24 ფაქტი;

ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი.

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 45 ფაქტი;

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა"- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42