"მარიამის დედა მე დავახრჩე, გული მის თვალწინ დავაგემოვნე"- აღიარებული კანიბალიზმი
სამართალი - 16:50, 17 Jan, 2017     112362
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში ე.წ. რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულებს მოსმენა გრძელდება.

სასამართლო პროცესზე მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის შვილმა და მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ ბრალი ნაწილობრივ აღიარეს.

"მარიამის დედა ამ ორი ხელით მოვკალი, მე დავახრჩე" - თქვა ბექა შენგელიამ.

მისი თქმით, მოკლულის შვილირმა ყოჩიაშვილი "მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა". შენგელიამ სასამართლოს მიმართა, რომ ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ.

"მას თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი, მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა აღიარა რომ მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს 13 000 დოლარზე მეტი გამოსძალა.

"მე მარიამზე ვახორციელებდი ფსიქოლოგიურ ტერორს. მე გამოვიყენე მარიამის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორი. ის იმყოფებოდა ჩემი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ და გამოვართვი 13 000 დოლარი",- აღნიშნა ბრალდებულმა.

ამასთან შენგელია დარწმუნებულია, რომ თუ ყოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეეცვლება, ირმა ყოჩიაშვილის მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუარება.

"არავითარი საფრთხე მამის მოკვლის არ არსებობს"- თქვა შენგელიამ.

კანიბალიზმის აღიარების მიუხედავად, შენგელიამ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

"მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ამიტომაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკე. დიახ, სისასტიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს, რომ სიცოცხლეშივე აწამო სხვაგვარად ამას ადგილი არ ქონია," - აღნიშნა ბრალდებულმა.

ცნობისთვის, 76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია მარიამ ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს.

იმავე დღეს აიყვანეს კიდევ ორი პირი, რომელთაც გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვას ედავება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

"ნიუპოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ეს ერთადერთი საქმეა, სადაც კანიბალიზმის ნიშნები იკვეთებოდა.

დღეს კი 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42