„ბრალი გვედება ისეთ დანაშაულში, რომელიც არც კი მომხდარა“ - ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულთა დასკვნითი სიტყვა
სამართალი - 17:25, 16 Jan, 2017     3360
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს, 5-ვე ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის პროცესის დასრულების შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაცხადებს თუ როდის დადგება განაჩენის გამოტანის დრო.

„მთელი ჩვენი ბრალდება რამდენიმე დიდ სიყალბეს ეყრდნობა, ერთ-ერთი დიდი სიტყალბე არის ის, რომ "დელტა კომი" რაიმეს სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს უფასოდ, ამის დამადასტურებელი არანაირის საბუთი საქმეში არ დევს, არანაირი დოკუმენტი, რომელიც გადაიგზავნა თავდაცვის სამინისტროში სადაც დაფიქსირებული იყო ნულოვანი ფასი ან უფასო მომსახურება, ასეთი საქმეში არ მოიპოვება, ბრალდების მხარე გვიყენებს ბრალდებას, რომ რაღაც ჩავიდინეთ. ამდენი სიყალბეების შემდეგ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ბრალეულობის რამე მტკიცებულება არის საქმეში? შეიძლება რომ ამდენი ტყუილებით და ამ ტყულებზე დაფუძნებული მსჯელობებით მივიღოთ რამე ჭეშმარიტი მტკიცებულება? ჩვენ ბრალი გვედება ისეთ დანაშაულში, რომელიც არც კი მომხდარა. ეს ბრალდება შეურაცხმყოფელიც კი არის, იმიტომ, რომ რეალურად გამოდის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ ჩვენ 5 ადამიანი ვართ ჭკუასუსტები, ვიღაცას 4 მილიონი გავაკეთებინეთ და ამით ჩვენ არაფერი არ მივიღეთ, გვეუბნებიან, რომ რაღაც უპირობო კეთილგანწყობა მოვიპოვეთ „სილქნეტთან“, ეს რა არის იქნებ ამიხსნათ?“, - განაცხადა ბრალდებულმა, დავით წიფურიამ.

ცოტა ხნის წინ, სასამართლოს სიტყვით მიმართა ე.წ. კაბელების საქმეის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, მისი თქმით მიმდინარე პროცესი სამარცხვინოა, რადგან .

დღეს ეს პროცესი არ უნდა იყოს, ეს არის სამარცხვინო პროცესი, რაც კი საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩატარებულა. ის განაჩენი, რომელიც დაიწერა საქალაქო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოში არ დაწერილა, ეს დაიწერა პროკურატურაში, უბრალოდ ბუგიანიშვილმა ხელი მოაწერა, ამაში მე სრულიად დარწმუნებული ვარ, ის გრამატიკული შეცდომებიც კი ამის დასტურია. ეს საქმე ჩვენი შეურაცხყოფაა, დანაშაული არ ყოფილა და რაში უნდა ვცნოთ თავი დამნაშავედ?! ეს კითხვა თქვენი შეურაცხყოფაც არის, რომელიც ჩვენს ოჯახებზეა გათვლილი“- განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42