საქართველოს პირველი ლედის ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი ზაზა მიქატაძე აცხადებს, რომ პოლიციის მიერ აღმოჩენილი იარაღი მგალობლიშვილის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა. იგი ასევე აპირებს, რომ გაასაჩივროს შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ამოღებული სამი იარაღიდან 2 გარგისია.
მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს და პირველი ლედის ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტებს.
რაც შეეხება კიდევ ერთ იარაღს, რომელიც მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინეს, ადვოკატი ადასტურებს, რომ ისიც დაკავებულს ეკუთვნოდა.
"ის იმყოფებოდა სახლში, მას სჭირდებოდა ტელეფონზე ფულის შეტანა, გავიდა სახლიდან მოიცვა ქურთუკი და თვითონ არც იცოდა, აღმოაჩნდა რომ შიგნით იარაღი იყო, ადასტურებს რომ ეს ნივთები არის მისი,“-აცხადებს ზაზა მიქატაძე.
მასალის გამოყენების პირობები






