პოლიტიკური გავლენები სასამართლოზე - ნინო გვენეტაძე არასამთავრობოების კრიტიკას პასუხობს
სამართალი - 15:06, 14 Jan, 2017     2447
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და სასამართლოში პოლიტიკურ გავლენებზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას გამოეხმაურა.
გვენეტაძის თქმით, პრობლემატურ არასამთავრობო სექტორთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

”იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ საბჭოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირების უზრუნველყოფა. მაშინ, როდესაც სხდომაზე დასწრების მსურველების რაოდენობა დიდია, ვფიქრობ, 2016 წელს ყველაზე ღია და გამჭვირვალე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაძლებელი იყო საკმაოდ კრიტიკული პოზიციების მოსმენა და კონსენსუსამდე მისვლა, ეს პროცესი ბუნებრივია, გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი პოზიციების დაახლოებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძე ირწმუნება, რომ სასამართლო ნებისმიერი ზეგავლენისგან არის თავისუფალი, როგორც სახელისუფლებო შტოების მხრიდან, ასევე სხვა ფორმალური ზეგავლენისგან, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს სამართალწარმოების პროცესში.

„გახმაურებული საქმეები სასამართლოში მუდმივად არსებობს. საქმეები, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი მუდმივად მაღალია, ჩვენ ამ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველვყოფთ პროცესის გამჭვირვალობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, სახელისუფლებო შტოების მხრივაც და ასევე სხვა ფორმალური ზეგავლენისგან, რომელიც შეიძლება ასევე იყოს განხორციელებული სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისი თქმით, სასამართლოში მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფაა.

გვენეტაძის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე გამოწვევად რჩება მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, რომლებიც საქმეთა გაჭიანურების გარეშე დროულ განხილვას უზრუნველყოფენ.

”რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც მუდმივად და ბუნებრივად ახლავს სამართალწარმოების პროცესებს, ეს იქნება, მაგრამ მათი ეფექტურად დაძლევის გზებზე მუშაობა 2017 წელსაც გაგრძელდება, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42