"ცენტრ პოინტის" საქმე - მაია რჩეულიშვილი დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვს
სამართალი - 11:45, 12 Jan, 2017     2884
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი ითხოვს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე სასამართლო პროცესები არ ჩატარდეს. შესაბამისი განცხადებას დღევანდელ პროცესზე დაკავებულის ადვოკატები წარადგენენ და პროცესის გადადებას მოითხოვენ.
რჩეულიშვილის უფლებადამცველების თქმით, აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას სასამართლოსთვის უნდა გადაეგზავნა, თუმცა, როგორც მათ გაარკვიეს, სასამართლოში მაია რჩეულიშვილის განცხადება ჯერჯერობით შესული არ არის.
ადვოკატების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა სასამართლოს ორი განცხადება გაუგზავნა. პირველი განცხადებით, ის თანახმა იყო მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებულიყო პროცესი, თუმცა, მოგვიანებით, მაია რჩეულიშვილმა მეორე განცხადება დაწერა, რომლითაც ითხოვს, რომ მის გარეშე პროცესი არ ჩატარდეს.

„გუშინ დღის პირველ ნახევარში მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც მან დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ თანახმა იყო, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებულიყო, რათა არ მომხდარიყო სპეკულაციები პროცესის გაჭიანურებაზე, თუმცა დღის მეორე ნახევარში მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან მეორე განცხადება დაწერა, რომლითაც ის ითხოვს, რომ პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე არ ჩატარდეს. ეს განცხადება გადაეცა ციხის ადმინისტრაციას, რომელსაც სასამართლოსთვის უნდა გადაეგზავნა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მეორე განცხადება სასამართლოში შესული არ არის. ჩვენ მოვახსენებთ სასამართლოს მაია რჩეულიშვილის პოზიციას და სასამართლო იმსჯელებს, გადადოს თუ არა დღევანდელი პროცესი იქამდე, სანამ მაია რჩეულიშვილი არ შეძლებს პროცესში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42