„გირო კრედიტის“ დამფუძნებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართავს. გიორგი გუგუმბერიძე სამართალდამცავებს ძალადობასა და მის უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს.
დაზარალებული კანონდამრღვევი პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას და გამოძიების დაწყებამდე მათი თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
„საქმე მოიცავს რამდენიმე ტიპის კანონდარღვევას, რომელიც ამავდროულად წარმოადგენენ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და მოვითხოვთ პროკურატურისგან ეფექტური გამოძიების ჩატარებას, იმ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების გამოვლენას, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ უკანონო ქმედებებში, მათ პასუხისგებაში მიცემას. მეორე განცხადებით ვაპირებთ მივმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს საქმე ასევე შეიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონდარღვევას“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






