წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა,
რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
საქმე ეხება 2017 წლის 7 იანვარს, რესტორან „დაინინ რუმში“ პირადი მოტივით ჩადენილ ცემის ფაქტს.
სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი. შესაბამისად, გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება - გირაო , უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






