მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გატარდეს სამართლიანი ზომები და საქმე ობიექტურად გამოიძიონ, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები.
„ფაქტია, რომ ის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, არაადეკვატურია და არ ასახავს რეალობას,“ - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე კი ამბობს, რომ ყველა სათანადო ქმედება უნდა ჩატარდეს სიმართლის დასადგენად.
"მათ შორის, იყო ეს ჯგუფური თუ იყო ეს ინდივიდუალური ქმედება და ცხადია, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის სათვალთვალო კამერების სახით, ამის ამოღებაც უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ადეკვატური გამოძიება და რეაგირება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ იყოს ყოველდღიურობის ნაწილი და საზოგადოებაში არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა,“ - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






