რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრლდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 11:19, 04 Jan, 2017     4133
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში კახა ხურციძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ხულიგნობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ კახა ხურციძეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა მეზობელთან თემურ კახაბრიშვილთან, რა დროსაც კახა ხურციძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თემურ კახაბრიშვილს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად თემურ კახაბრიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა კახა ხურციძე 2016 წლის 29 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ კახა ხურციძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვინაიდან კახა ხურციძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 თებერვლის განაჩენით 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს პირობითი მსჯავრიდან ერთი წელი მიუმატა და კახა ხურციძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა. "- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.ზ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42