საკონსტიტუციო სასამართლომ მის შესახებ მიღებული კანონის ზოგი პუნქტი არაკონსტიტუციურად სცნო
სამართალი - 13:38, 29 Dec, 2016     2989
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოთხ გაერთიანებულ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ, წელს შეტანილ ცვლილებებს.

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" 38 წევრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული მოქალაქეების სარჩელი პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უფლებამოსილების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილ ვადაში არ ანაცვლებს მოსამართლეს. ეს საქმის განხილვისათვის საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი. იგი ადგენდა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის საჭიროებას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ორგანული კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად აწესებდა პლენუმის 6 წევრის თანხმობის საჭიროებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას ანიჭებდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან ამ საკითხის განხილვა ხორციელდებოდა ფაქტობრივად ორჯერ - პლენუმისა და კოლეგიის მიერ, რაც აჭიანურებდა საკითხის გადაწყვეტას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურობას.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის სხდომათა დარბაზში გამოცხადების ვალდებულებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად, არაგონივრულად აფერხებდა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას და, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დროულად დაცვის შესაძლებლობას. ამავე დროს, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული კანონის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობების ხელმეორედ დაკავებას. ასევე, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.

ზემოაღნიშნული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების არაგონივრულ შეზღუდვად და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევად.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც გარკვეული კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომას ესწრება 7 წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრის უფლებამოსილებას, დააყენოს შუამდგომლობა საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის თაობაზე. ასევე, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებას აკუთვნებს ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42