იურისტი პარლამენტის მიერ წელიწადნახევრის წინ მიღებული იმ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ცალკეული პირების საბანკო მონაცემებსა და საიდუმლოებაზე. ანგარიშის მფლობელს კი სასამართლო განხილვაში მონაწილეობას და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეკრძალება. მოსარჩელე მხარე კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის გაუქმებას ითხოვს.
„მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩება კონსტიტუციის სადარაჯოზე და გააუქმებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელითაც ჩვენ, მოქალაქეებს შეგვეზღუდა საბანკო საიდუმლოება და ამასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვაში მონაწილეობის თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. საბანკო საიდუმლო ფუნდამენტია ჯეროვანი საინვესტიციო გარემოსთვის და იმედი მაქვს ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






