12 წელი ოთხოზორიას მკვლელობისთვის - რაშიდ კანჯიოღლი თავისუფალია
სამართალი - 10:46, 27 Dec, 2016     11342
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა ზუგდიდის სასამართლომ ოქტომბრის თვიდან დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის მკვლელობის თვითმხილველები. ბრალდების მხარემ სცადა ტელეფონით დაკავშირებოდნენ მკვლელობაში კანჯი ოღლის, რომელმაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საქმეზე სასამართლო განხილვები ბრალდებულის გარეშე ტარდებოდა. მასზე ქართულ მხარეს ძებნა აქვს გამოცხადებული.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა.

მოკლულის დედა, ჯულიეტა ჭანტურია აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე არც საკმარისი კითხვები დასმულა გარემოებების დასადგენად.

"აღსრულებადია ეს განაჩენი? - არამგონია! ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დაიარება. 8 თვე გავიდა მკვლელობიდან და ამ დროის მანძილზე ჩემი მოთხოვნა იყო მკვლელობის გარემოებების დადგენა - რატომ მოხდა მკვლელობა"- აღნიშნა მოკლული ოთხოზორიას დედამ.

ოთხოზორიას ოჯახის ადვოკატი იოსებ ხატიაშვილი აცხადებს, რომ რაშიდ კანჯიოღლის გასამართლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

"რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობით უკვე დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში შევა სარჩელი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ"- აღნიშნა ადვოკატმა.

ძებნილის ადვოკატის მთვარისა ბიგვავას განცხადებით, სხდომებზე არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი დოკუმენტური მასალა, რომლის მიხედვითაც რაშიდ კანჯიოღლის ​იდენთიფიცირება მოხდებოდა .

"გავრცელებულ ვიდეოფირში ნაჩვენებია 4 პიროვნება, რომელთა სახელი და გვარები არსად არ არის ნახსენები. შესაბამისად ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, რომ გამოძიებამ სრულყოფილი გამოძიების ჩატარება ვერ შეძლო"- თქვა ბრალდებულის ინტერესების დამცველმა.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტ­რაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 31 წლის გიგა ოთხოზორია ვერაგულად მოკლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42