საგამოძიებო სამსახურმა 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი დააკავა
სამართალი - 12:00, 22 Dec, 2016     19193
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი დააკავა. საქმე ეხება მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის სისტემატიურ ფაქტს, მათ შორის არასრულწლოვნებზე. საქმე ეხება, ასევე, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობის დავალიანების გადახდისთვის თავის არიდებას, რომელიც 4 მილიონ ლარს აჭარბებს. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მათ ახლობლებს დავალიანება ერიცხებოდათ, თუმცა ყველა მათგანს ჯარიმა შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული ჰქონდათ.

„იყო დავალიანებები, როლებსაც იხდიდნენ და გასაჩივრებაზე ჰქონდათ შეტანილი ბოლო 2 წელია. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ, დაადეს ხელბორკილები და აიყვანეს,“ - განაცხადა დაკავებულების ახლობელმა იზა გულუამ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენლია, რომ საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“- ს მიერ ხორციელდება აფთიაქის დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დადგენილია, რომ სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“-ს მიერ დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები არ იხდიდნენ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას და უკვე არსებული საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები. შესაბამისად, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ჯარიმის გადახდის გარეშე, ახალი შპს-ების სახელით, მასშტაბურად აგრძელებდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას, იგივე თანამშრომლებითა და აქტივით, იმავე მისამართებზე.

ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53 ავტორიზებული აფთიაქების გამოყენებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით, თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით, გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4 639 234 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რათა გამოვლენილ იქნას სხვა ორაგანიზებული ჯგუფები და აღიკვეთოს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42