მთავარი პროკურატურა "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში სასამართლოს მიერ დავით ახალაიასა და გიორგი დგებუაძის დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, დავით ახალაია დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 369-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ასევე, ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი დგებუაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გიორგი დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის მიერ სამაგალითო სისასტიკით იქნენ ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები - 17 წლის შოთა გორგაძე, 20 წლის რომან სურმანიძე და 22 წლის მარად ართმელაძე. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით, იმავე ღამით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას მიერ, სასურველი ჩვენების მისაღებად მოხდა 6 პატიმრის (მათ შორის მოკლული შოთა გორგაძის ძმის - გია გორგაძის) წამება.
ვინაიდან დავით ახალაია და გიორგი დგებუაძე თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, დავით ახალაიას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ხოლო გიორგი დგებუაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო პატიმრობა და მათ მიმართ მიმდინარეობდა ძებნა.
2016 წლის 22 მარტს, ძებნილი გიორგი დგებუაძე საქართველოში ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდების სამეფოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ახალაიას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა: განზრახ მკვლელობისთვის 16 წლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 წლით, ხოლო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, დ. ახალაიას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლომ გიორგი დგებუაძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 12 წლით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, გ. დგებუაძეს საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელთა შთანთქმისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
მეგის ქარდავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით"- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა