"კრიმინალურმა სამყარომ და რუსეთის სპეცსამსახურებმა საჩუქარი მიიღეს" - ახალაიას და "მასტერას" ადვოკატებმა შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ
სამართალი - 15:08, 21 Dec, 2016     23089
ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ადვოკატებმა შესაძლოა გაასაჩივრონ.
როგორც გია დგებუაძის ადვოკატმა, დავით აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მართალია გია დგებუაძისთვის ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა, მას წარდგენილი ბრალი განზრახ მკვლელობა გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევაში, თუმცა შესაძლოა მიღებული გადაწყვეტილება მაინც გაასაჩივრონ, რადგანაც ადვოკატის განცხადებით, საქმეში გია დგებუაძის დანაშაული არ იკვეთება.
„ის რეალურად გამართლდა აღმსრულებლობაში, ანუ მას არ უსვრია არც ერთი იარაღიდან პირისთვის, არ განუხორციელებია არც საკონტროლო გასროლა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი დახმარებისთვის სხვა პირების მიმართ დანაშაულის შესრულებაში. ჩვენი აზრით, ამ კუთხით მტკიცებულებები არასაკმარისია, ვინაიდან დახმარება განზრახ ქმედებაა და ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა დანაშაული. გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება”, - განაცხადა გია დგებუაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს დათა ახალაიას ადვოკატიც. დღევანდელ განაჩენს, ირაკლი ზაქარეიშვილი პოლიტიკურს უწოდებს.

”ეს არ იყო განაჩენი. ეს იყო მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. კრიმინალურმა სამყარომ და რუსეთის სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი საჩუქარი მიიღეს დღევანდელი გადაწყვეტილებით. როდესაც ჩამბარდება დასაბუთებული განაჩენი, შემდგომ მოგახსენებთ გავასაჩივრებთ თუ არა გადაწყვეტილებას. თუმცა აქ არის სამი მოცემულობა. ერთი არის ტრისტან წითელაშვილის ჩვენება, მეორე მოკლული თათუხაშვილის ჩვენება, რომელიც აწამეს და ჩვენება გამოსძალეს და მესამე, ჯონი ჯოხაიძის ჩვენება, რომელმაც კარიერა აიწყო იმის გამო, რომ დათა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ მიუთითებს, რომ დათა ახალაიამ დანაშაული ჩაიდინა”, - განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ სცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42