დღეიდან საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს
რეგიონები - 14:25, 21 Dec, 2016     8701

შსს-ს საპატრულო პოლიციას ახალი დანაყოფი დაემატა - მოთხილამურე პატრული

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სათხილამურო სეზონის დაწყების წინ, ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.

ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

მიმდინარე სეზონზე შსს-ს საპატრულო პოლიციას უკვე ახალი დანაყოფი დაემატა - მოთხილამურე პატრული. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს. ახალი აღჭურვილობა, სეზონის გახსნის წინ, მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შს მინისტრმა პირადად გადასცა.

„მოთხილამურე პატრულის საპოლოტე პროექტმა გაამართლა. გასულ სეზონზე სქი-პატრულმა წარმატებით იმუშავა. არაერთ დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინა დახმარება და მრავალგზის აღკვეთა სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები. როგორც შარშან დაგპირდით, სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრული წელს უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა, მოთხილამურეთა უსაფრთხოებას. მჯერა, რომ ისინი წელსაც თავდაუზოგავად იმუშავებენ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია: სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი; საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება; ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი; მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი. პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – „SKI PATROL“ და „POLICE“.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42