გუკა რჩეულიშვილის უფლებადამცველებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს. ადვოკატების განცხადებით, გუკა რჩეულიშვილის წინააღმდეგ საქმეში არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს.
„როგორც მახსოვს იურისპრუდენციის მთავარი ქვაკუთხედი არის უდანაშაულობის პრეზუმცია, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი უდანაშაულოა, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, აქედან გამომდინარე, მე და დედაჩემი უდანაშაულო ადამიანები ვართ, რომლებიც 6 თვეა წინასწარ პატიმრობაში ვყავართ ბრალდების ვარაუდის გამო. ამ 6 თვეში იქამდე მივიდნენ, რომ დედაჩემის ჯანმრთელობა ისე გაუარესდა, რომ მისი გადაყვანა მოგვიწია საავადმყოფოში. იმედია გეყოფათ მორალური და ზნეობრივი სიმტკიცე, რომ ერთადერთი სიმართლე, რაც არის დაადასტუროთ და მეც და დედაჩემსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეგვიფარდოთ,"- განაცხადა სასამართლო დარბაზში გუკა რჩეულიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






