"მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციებით, დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მიემართება როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი.
კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად. ამასთან, არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა, პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოცემული ქმედებებისთვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია."- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






