შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავები კანონმდებლობიდან გამომდინარე მოიქცევიან, იმ შემთხვევაში, თუ 31 დეკემბერს პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” აქციის მონაწილეები კანაფს საჯაროდ დათესავენ.
ხუციშვილი დღეს ვერ აკონკრეტებს დააკავებენ, თუ არა აქციის მონაწილეებს.
“როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ცვლილებებს აპირებს. თუ ამ ცვლილებების მიღება მოესწრო, შეიძლება სხვაგვარად მოვიქცეთ, თუ კანონმდებლობა 31 დეკემბერს იქნება იგივე, რაც არის დღეს, ჩვენ მოვიქცევით კანონმდებლობიდან გამომდინარე.
კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და მერე დადგინდება ვინ არის დასაკავებელი და ვინ არა. ის, რომ ახლა ვიღაც ტელევიზორში გამოჩნდება და ეგრევე დავაკავებთ... ამას აქვს თავისი პროცედურა და დადგენილი პროცედურებით ვიმოქმედებთ” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






