როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროდან, აცნობეს, 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს.
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ამა წლის 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.მ.-ს ჯანმრთელობსი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით)"- აცხადებენ შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






