11 წელი ბიძაშვილის მკვლელობისთვის - ზუგდიდის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
სამართალი - 20:06, 10 Dec, 2016     5601
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული რამაზ პატარაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, საღამოს საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, რამაზ პატარაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ბიძაშვილთან თემურ ჭეჟიასთან, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით, თემურ ჭეჟიას დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. რამაზ პატარაიამ ასევე დანით მარცხენა მხარის არეში მიაყენა დაზიანება ბიძას დემურ ჭეჟიას, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად თემურ ჭეჟია საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რამაზ პატარაია 2016 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამაზ პატარაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს რამაზ პატარაიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა. 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნული სასჯელიდან ერთი წელი მიემატა 108 მუხლით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ რამაზ პატარაიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42