"მცირეწლოვანი შვილები და მოხუცი მშობლები მყავს, თუ შემიფარდებთ გირაოს ვითანამშრომლებ გამოძიებასთან" - დავით დევნოზაშვილი
სამართალი - 14:20, 08 Dec, 2016     17944
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
მისი თქმით, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია ამიტომ გირაოს შეფარდებას ითხოვს.

"მყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთა აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. ასევე მყავს მოხუცი მშობლები და ფაქტობრივად ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ. თუ გაითვალისწინებთ ჩემს პოზიციას და შემიფარდებთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. მითუმეტეს, რამდენჯერაც დამიძახეს მთავარ პროკურატურაში, მე არაერთხელ მივსულვარ კეთილსინდისიერად და დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი გამიცია", - განაცხადა დევნოზაშვილმა.
მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი ამ საქმეზე მასმედიისა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან მასთან სახლში რამდენჯერმე უცნობი ადამიანები იმყოფებოდნენ .

ბრალდებული ირწმუნება, რომ საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულთან ალექსანდრე მუხაძესთან შეხება არასდროს ჰქონია.
"2009 წლის აჭარის საქმეს რაც შეეხება, ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. მინდა განვმარტო, რომ იმ საქმეში სრულიად უდანაშაულო ვარ. სასამართლო პროცესები გადადებულია და უკვე მე-7 თვეა არ ჩატარებულა. მორჩილად ველოდები სასამართლო პროცესის გამართვას. ყოველი გამოძახების შემდეგ არაერთხელ ჩავსულვარ აჭარის პროკურატურაში და მიმიცია განმარტებები გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოთი უნდა ვყოფილიყავი გარეთ და არ შემეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მე დღესაც ვასრულებ მიცემულ პირობას", - განაცხადა დავით დევნოზაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42