"ფინანსთა სამინისტრომ უკანონოდ ამოღებული საქონელი რომელიც ოფიციალურად თავისივე აუქციონზე გაყიდა, დღეს ფინანსური პოლიციის მეშვეობით უკანვე ამოიღო, როგორც უაქციზო საქონელი. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ აუქცონზე ეს საქონელი უაქციზოდ გაყიდა. მივიჩნევთ, რომ ეს ფინასური პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ჩხრეკა და საქონლის ამოღება არის უკანონო და ვიბრძოლებთ სასამართლოს გზით. დაველოდებით გამოძიებას და ვიბრძოლებთ სასამართლოს გზით, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად, განაცხადა იგორ ასკაროვის ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა, რომელიც ამ წუთებში ასკაროვის სახლში იმყოფება.
დაბა ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენის სახლში ფინანსური პოლიცია დღეს საღამოს რვა საათზე შევიდა და ჩხრეკის შედეგად უაქციზო ალკოქოლური სასმელები ამოიღო, რომელიც ბიზნესმენის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ აუქციონზე პირადი მოხმარებისთვის შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები






