ებრაელი ბიზნესმენის სახლში ამ წუთებში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს
სამართალი - 20:34, 07 Dec, 2016     19788
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები, ებრაელი ბიზნესმენის, იგორ ასკაროვის სახლში ამ წუთებში ფინანსური პოლიცია იმყოფება.
როგორც "გურიის მოამბეს" აცნობეს, ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მეურნეობაში მიმდინარეობს.
ფინანსური პოლიცია ასკაროვის სახლში დაახლოებით 20 წუთის წინ შევიდა.
ასკაროვი 'გურიის მოამბესთან" აცხადებს, რომ მისთვის პოლიციის გამოჩენა მოულოდნელი იყო და არ ფლობს ინფორმაციას თუ რის საფუძველზე დაიწყეს ჩხრეკა.
ადგილზე მყოფი ფინანსური პოლიციის წარმოამდგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილზე იმყოფება ასკაროვის ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი, რომელიც 'გურიის მოამბესთან" კომენტარს აკეთებს: "როგორც მითხრეს, ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ტარდება. საქმის გამოძიება მე- 200-ე მუხლით მიმდინარეობს. ებრაელ ბიზნესმენს უაქციზო საქონელის შენახვას ედავებიან"-გვითხრა ჩავლეშვილმა.
იგორ ასკაროვი დაბა ლაითურში ხუთი წელია ცხოვრობს. ის ფლობს 50 ჰა-მდე მიწის ფართობს. აქვს მეურნეობა.
ბიზნესმენი ბოლო წლბში პოლიციის მხრიდან შევიწროებაზე, თვალთვალსა და დევნაზე ხშირად საუბრობდა. მან რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრს ღია წერილითაც მიმართა, რომლთაც ის ხელისუფლებას ყურადღების მიქცევას სთხოვდა.

"ოფიციალურად ბრალის წაყენებამდე დაბრალების მცდელობები აქ საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მე უკვე არაერთხელ დამადანაშაულეს თაღლითობაში, ქურდობაში, როცა ვერ ახერხებდნენ ჩემს მოტყუებასა ან გაძარცვას. პოლიციის მუშაკებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამადანაშაულეს, რათა დავეშინებინე და მსვლელობა არ მიეცათ ჩემს წინააღმდეგ ორგანიზებულ ებრაელთა დარბევის საქმისთვის და ა.შ.

დიახ, „ამხანაგო მაიორო“, თქვენს „ჭკვიანებს“ გარემოს დაცვიდან აუხსენით, რომ პისტოლეტი ხმალი არ არის და შეტევის დროს თავს ზემოთ არ აქნევენ, ის (პისტოლეტს), როგორც წესი, მიმართული უნდა იყოს წინ, თან, სასურველია, გეკავოს ორივე ხელით. ხომ შეეძლოთ, პატარა ბავშვებივით ერთმანეთი დაეხოცათ, „ამხანაგო მაიორო“?! აუხსენით, რომ ისრაელში სამჯერ არ ხვრეტენ, ჩვენთან საერთოდ არ ხვრეტენ, გარწმუნებთ! ნუთუ არ არსებობს არავინ, ვინც აუხსნიდა თქვენს მოსამართლეს, რომ სასამართლო მართლმსაჯულების ტაძარია, სადაც უტიფრებმაც კი უნდა დაიცვან პატიოსნების ელემენტარული წესები მაინც, ხოლო ისრაელი, თურქეთი ან არაბთა საემიროები სხვადასხვა ქვეყანაა, რომლებიც ერთმანეთთან ახლოც არ არიან, და ამ ქვეყნებში აბსოლუტურად სხვადასხვა ენებია (ეს თარჯიმნისთვის), და სულაც არ იყო საჭირო ჩემთვის ყვირილი. მე მაშინვე მშვენივრად მივხვდი, რას წარმოადგენდა ის"-ნათქვამი იყო ღია წერილში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42