ჩოხატაურის მაღალმთაინ სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.
დიდთოვლობაა ჩოხატაურის მუნიციაპლიტეტის მაღალმთიან სოფლებში. ამ დროისათვის თოვლის საფარმა ჩხაკაურასა და ქვავბღაში 1 მეტრს მიაღწია.
როგორც, „გურიის მოამბეს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა გადაადგილებასთან და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუნცა გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტში არსებული ყველა შესაბამისი უწყება. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია ბასილეთში, ზოტში, ქვაბღასა და ჩხაკაურაში, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგენილი იქნება. პარალელურად, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. ცენტრებამდე მისასვლელი გზა თითქმის ყველა სოფელში გაწმენდილია, თუმცა, მაღალმთიან სოფლებში საუბარია ჩხაკაურა, ქვაბღასა და ზოტზე, რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებ“. - აცხადებს კუჭავა.
მასალის გამოყენების პირობები






