ცერცვაძემ iTechnic -ის სასარგებლოდ მთელი ქონება იპოთეკით დატვირთა - iPhone+-მა მოსამართლის " წინააღმდეგ დამატებითი დოკუმენტები წარმოადგინა
სამართალი - 17:44, 01 Dec, 2016     3965
iPhone+-მა იუსტიციის საბჭოს ეთიკის დეპარტამენტს ვალერიან ცერცვაძის "აიტექნიკთან" კავშირის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები და შუამდგომლობა წარუდგინა.

iPhone+-ი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს iPhone+-სა და "აიტექნიკს" შორის მიმდინარე დავის დასრულებამდე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცრცვაძე თანამდებობას ჩამოაცილონ.

"მოგეხსენებათ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს "აიტექნიკი" წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონ ვალერიან ცერცვაძის ოჯახის (მამის, მეუღლის და მეუღლის ძმის) ბიზნესს.
ჩვენ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მოსამართლე ვალერიანის ცერცვაძის მთელი ქონება, 2016 წლის მაისამდე (ზუსტად იმ პერიოდამდე ვიდრე შპს “აიტექნიკი” ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყებდა საჩივრების დაგზავნას სხვადასხვა სტრუქტურებში), დატვირთული იყო იპოთეკით შპს "აიტექნიკის" სასარგებლოდ, ხოლო 2016 წლის მაისიდან ვალერიან ცერცვაძემ საკუთარი ქონება ჩაანაცვლა მისი მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონებით, რომლის ქონებაც იპოთეკით დღესაც დატვირთულია "აიტექნიკის" სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, “აიტექნიკის” ფინანსური შემოსავალი (მათ შორის საჩივრების საშუალებით) ან ფინანსური კრახი, აისახება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის პირადი და მისი ოჯახის ინტერესებზე და მეტიც, შპს “აიტექნიკის” ფინანსური კრახის შემთხვევაში, თავად ვალერიან ცერცვაძე და მთელი მისი ოჯახი ქონების გარეშე დარჩება.
გარდა ამისა, ვალერიან ცერცვაძის სახელმწიფო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით GLL-101, გადაღებულია შპს “აიტექნიკის” სარეკლამო კლიპში. ასევე, ამავე კლიპში გადაღებული ვალერიან ცერცვაძის პირადი მძღოლი.
ვალერიან ცერცვაძის ყველა ზემოთ აღნიშნული გაუმართლებელი ქმედება, უდიდეს დარტყმას აყენებს სასამართლოს იმიჯსა და ავტორიტეტს, დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო სასამართლოსადმი ნდობა.
დღეს, ჩვენ წერილობით მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აცილება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა, რადგან თბილისის სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარის საოჯახო ბიზნესი გვიჩივის მისსავე სასამართლოში და არ არსებობს ნდობა, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, იმ აბსურდზე რაზეც ყადაღა გვადევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42