ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადების ფაქტზე დაკავებულებს გირაო შეეფარდათ
სამართალი - 14:21, 29 Nov, 2016     3156
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულის მიმართ გირაოს- 5000 ლარის გამოყენების თაობაზე. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ბრალდებულებს - დავით ჩ.-ს და ზურაბ გ.-ს შეეფარდათ გირაო 4000-4000 ლარის ოდენობით, ეთერ კ.-ს -3000, ხოლო ფატიმა ჭ.-ს 2000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. სასამართლომ, გირაოს გადახდის ვადად განსაზღვრა 30 დღე.

საქმე ეხება, ჯგუფის მიერ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ყალბი დიპლომების დამზადების, გასაღების მიზნით შენახვის და გასაღების ფაქტებს. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბრალდებულებმა მოქალაქეს ეტაპობრივად გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი და სპეციფიკა, ბრალდებულთა პიროვნება, თითოეული ბრალდებულის ქმედების ხარისხის, როლის და მათი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამრთლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება იქნება ეფექტური და ეფექტიანი საშუალება მომავალში ბრალდებულების სათანადო ქცევის განსაზღვრისათვის.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 10 იანვარს 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42