ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე - სააპელაციო სასამართლო დღეს 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესწავლას თავიდან იწყებს. პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შედეგადაც არ არის გამორიცხული, გიორგი გვიჩიანი, რომელიც თელასის მენეჯერის მკვლელობისთვის უკვე 10 წელია, იხდის სასჯელს, გაათავისუფლონ. დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ ტუ რა ახალ მტკიცებულებებზეა საუბარი, ჯერჯერობით არ ვრცელდება:
“ახალი გარემოებების გამოკვლევა მოხდება, რომელმაც განაპირობა იმ დასკვნამდე მისვლა, რომ აღნიშული პირები არიან უდანაშაულოები ამ საქმეში. თეორიულად გამორიცხული არ არის, რომ ამ სხდომიდანვე მოხდეს გათავისუფლება. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაადგენს, რომ მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა და, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით, არის უდაო,“ - განაცხადა ნიკა ჩემიას ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






