ლანჩხუთში, მომხდარი მკვლელობის დეტალები
რეგიონები - 15:10, 28 Nov, 2016     28486
"გურიის მოამბისთვის" გუშინ, გვიან ღამით ლანჩხუთში მომხდარი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი.

მომხდარის შესახებ მეზობლები საუბრობენ. მათი თქმით, სოფელ ჩიბათში 58 წლის გ. ძნელაძემ მეზობელი, მეგობარი და თანამშრომელი 38 წლის მ. ჯორბენაძე ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. თანასოფლელები მიზეზებს ვერ ხსნიან, მომხდარს არც თვითმხილველი ჰყავს. გვიყვებიან მხოლოდ იმას, რომ გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი კარგი მეგობრები იყვნენ და გუშინ სუფრაზე ერთად ქეიფობდნენ, რის შემდეგაც ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი მოუვიდათ.

ნანული ცინცაძე, მეზობელი-არავინმა არ იცის რა მოხდა და რის გამო მოხდა. ამ დილით იპოვეს გარდაცვლილი იმ კაცის ეზოში, ვინც დაკავებულია. თვითმხილველი არ ჰყავს არავინ. მაგ ორს შორის რა მოხდა და რისთვის დატრიალდა ამხელა უბედურება, არ ვიცით.

ნათელა ჯორბენაძე, მეზობელი-გვამი ექსპერტიზაზე წაიყვანეს. სხვა დეტალები არაფერი ვიცით. ერთი უწყინარი ბიჭი იყო, არავის არაფერს არ უშავებდა. ეტყობა უთანხმოება მოუვიდათ ერთმანეთში. ამხანაგობდნენ, ერთად მუშაობდნენ. გარდაცვლილის ორი შვილი დარჩა.

გარდაცვლილი დღეს დილით ეჭვმიტანილის ეზოში იპოვეს. მას ჭრილობა მკლავის არეში აღენიშნება, სავარაუდოდ ის სისხლისგან დაიცალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას თავისი ნებით დღეს დილით ჩაბარდა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილი და ეჭვმიტანილი, ლანჩხუთში ჩინურ კომპანიაში ერთად მუშაობდნენ, რომელიც ჯაპანა-გრიგორეთის ავტობანის მშენებლობას აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42