აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
,,თავისუფალი დემოკრატები“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ, თუმცა შალვა შავგულიძის განცხადებით, არ აქვთ იმედი, რომ რაიმე შეიცვლება.
,,აღარ გვაკვირვებს ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები. საბოლოოდ სხვა მიზეზებთან ერთად უსამართლობა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომელიც ქართულ ოცნებას ხელისუფლებას დააკარგვინებს“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცესკო-ს თავმჯდომარის ის განკარგულება გაასაჩივრეს, რომლის თანახმადაც, პარტია „მრეწველებს“, საპარლამენტო ფრაქციის კომპონენტის გათვალისწინებით, საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში 300 ათასი ლარი დაემატათ, რის შედეგადაც „მრეწველებმა“ ცესკოში წევრი შეინარჩუნეს, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი წევრი დაკარგეს.
მასალის გამოყენების პირობები






