საქართველოში ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება
სამართალი - 18:19, 25 Nov, 2016     6475
პოლიტიკურ პირებზე ოჯახში ძალადობის გამო გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი დააკმაყოფილა

დღეს მოქმედი პრაქტიკით, შსს პოლიტიკურ პირზე დამცავი/ან შემაკავებელი ორდენის გაცემის შესახებ ინფორმაციას პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის დაცვის მოტივით არ გასცემს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შსს-ს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. PHR საჭიროდ მიიჩნევს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური თანამდებობის პირებზე გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდეს.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაციის წარმომადგენელის, ანა აბაშიძის განცხადებით, თუ გადაწყვეტილება ძალაში შევა, საზოგადოებას შეეძლება ნებისმიერ პოლიტიკურ პირზე გამოითხოვოს ინფორმაცია და გაიგოს ყოფილა თუ არა ესა თუ ის პირი ოდესმე ოჯახში ძალადობის თემაზე ორდერის ადრესატი.

„მივიჩნევდით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თუ ოდესმე გაცემული იყო ორდერი/შემაკავებელი ან დამცავი, ეს უნდა სცოდნოდა საზოგადოებას. ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა შსს-ს ეს ინფორმაცია, რაზეც უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ ეს პირადი ინფორმაციაა. ჩვენ ვასაბუთებდით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინც მართავს ქვეყანას, მოძალადეა თუ არაა მოძალადე. ამაზე იმსჯელა სასამართლომ და დააკმაყოფილა. რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მიიღონ ინფორმაცია, პოლიტიკური თანამდებობის პირი როდისმე ყოფილა თუ არა მოძალადე, ან პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატი იყო თუ არა როდისმე მოძალადე. პარლამენტის ნებისმიერ წევრზე რომ გაგზავნოთ მოთხოვნა ყოფილა თუ არა როდესმე ოჯახში ძალადობის თემაზე ორდერის ადრესატი, აქამდე არავინ მოგცემდათ ინფორმაციას. ახლა კი, თუ შევა ძალაში ეს გადაწყვეტილება, უარს ვეღარ გეტყვიან და უნდა გასცენ ეს ინფორმაცია.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ანა აბაშიძემ.

წყარო liberali.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42