„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს
სამართალი - 18:53, 24 Nov, 2016     1886
"თავისუფალმა დემოკრატებმა" საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ასაჩივრებს, რომელიც პარტიების დაფინანსებას შეეხება.
"საია" და "თავიუსფალი დემოკრატები" თამარ ჟვანიას მიერ გამოცემული განკარგულების გაუქმებას და ახალი განკარგულების გამოცემას მოითხოვენ, სადაც გასწორებული იქნება პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დაფინანსების საკითხი.


"ეს საქმე ცალსახად ეწინააღმდეგება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ოცდამეათე მუხლის მეოთხე და მერვე ნაწილებს. პარტია "მრეწველებისათვის" არ შეიძლებოდა ამ დაფინანსების მინიჭება წლიური 300 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ეს დაფინანსება ეკუთვნის იმ პარტიას, რომლის წევრიც გახდა პარლამენტის წევრი და რომელმაც შექმნა ფრაქცია პარლამენტში. ამ მოცემულობებს არ აკმაყოფილებს პარტია მრეწველები, მისი წევრი არ გახლდათ ბატონი ნოზაძე, ის იყო ბლოკის უპარტიო წარმომადგენელი მრეწველებისთვის დაფინანსების მინიჭება ასევე ეწინააღმდეგება მერვე მუხლს, რომელიც გამორიცხავს შეკრებას, რაც ამ შემთხვევაში მოხდა და მრეწველებს შეუკრიბეს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიღებული 236 000 და ეს 300 000 ლარი. შავგულიძის განმარტებით, ეს შეკრებაც უკანონო იყო ამ ორი უკანონო მოქმედების შედეგად, ხელოვნურად "მრეწველების" დაფინანსება გახდა 24 000-ით მეტი, ვიდრე ჩვენი და შესაბამისად, ჩვენ დავკარგეთ ცესკო-ში კომისიის წევრების ყოლის უფლება და შეიძინეს მრეწველებმა. სამართლიანობის ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო არჩვენებში მოვიპოვეთ ხმათა 4,63 % , მრეწველებმა ბლოკში მოიპოვეს 0,78%. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვკარგავთ კომისიის წევრების ყოლის უფლებას.

ეს ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, "ქართული ოცნების" მიზანს, რომ სრულად გააკონტროლოს საარჩევნო კომისიები, ვინაიდან ამ მანიპულაციებით მოხდება ის, რომ "ქართული ოცნება" შეიყვანს მისგან კონტროლირებად კომისიის წევრებს და ეს არ არის "თავისუფალი დემოკრატების" პრობლემა, ეს არის ჩვენი დემორკატიის პრობლემა. რისთვის სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას ასეთი კონტროლი, პასუხი ერთია - თუ დასჭირდება, რომ გააყალბოს არჩევნები, კომისიის წევრებმა თვალი უნდა დახუჭონ." - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42