ქალაქ ოზურგეთში 170 წლის იუბილე და ალეგრობის ტრადიციული დღესასწაული იზეიმეს
რეგიონები - 18:16, 24 Nov, 2016     2172

ქალაქი ოზურგეთი 170 წლისაა. წელს საიუბილეო თარიღი და ქალაქის ტრადიციული დღესასწაული ალეგრობა-ოზურგეთობა მუნიციპალიტეტის მერიამ ერთად აღნიშნა და თანაქალაქელებისთვის განსაკუთრებული ზეიმი მოაწყო.

ღონისძიება ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა.

დღესასწაულის მიმდინარეობას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს ქალაქმა ოზურგეთმა ალეგრობა მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა. ზეიმს განსაკუთრებული მუხტი შესძინა მოძრაობის თეატრმა, რომელმაც ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გამართა და მას მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ქალაქის 170 წლიანი ისტორია სხვადასხვა თემატიკის გამოფენით და პერფორმანსით გაცოცხლდა. ჭადრების ბაღში გამოფენილი იყო უძველესი სამუზეუმო ექსპონატები, ეროვნული კოსტუმები, ფოტოები, ხალხური რეწვის, გურული კუთხის, სხვადასხვა ღვინის ჯიშისა და საშემოდგომო თემატიკის კომპოზიციები.

გამოფენების პარალელურად ჭადრების ბაღში კონცერტი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია“ და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები იღებდნენ.

დღის მეორე ნახევარში სტუმრებმა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც გურიის მხატვართა კავშირის 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საღამოს კი ღონისძიების კულმინაცია, საპატიო ოზურგეთელის ტიტულის მინიჭების ცერემონიალი დაიწყო. წელს საპატიო ოზურგეთელებად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, მეცენატი გოჩა ჩხაიძე და მეორე სკოლის ყოფილი დირექტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ლიანა იმედაშვილი დასახელდნენ, რომელთაც ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ საპატიო ოზურგეთელის სიგელები პირადად გადასცა.
ბეგი სოირიძე, ქალაქის მერი:

,,მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქალაქი ასე გრანდიოზულად აღნიშნავს 170 წლის იუბილესა და ალეგრობას. ორმაგად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ამ დღესასწაულის აღდგენა და ალეგრობას უკვე მესამე წელია ვმართავთ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ალეგრობა უფრო და უფრო მრავალფეროვანი და სანახაობრივად საინტერესო ხდება. ქალაქი ოზურგეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ისტორიით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, როცა მომავალი თაობები ეცნობიან და არ ივიწყებენ მშობლიური ქალაქის წეს-ჩვეულებებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ოზურგეთელებს დღევანდელ დღეს და თითოეულ სტუმარს მადლობას ვუხდი ჩამობრძანებისთვის “.

არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი:

,,ვულოცავ ჩემს ძვირფას ოზურგეთელებსა და ოზურგეთს ალეგრობას. ეს არის სიმბოლური დღე, როდესაც ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვეუბნებით, თუ რა გაკეთდა ჩვენს ქალაქში და ერთმანეთს ღიმილს ვუცვლით. დღეს გალერეაში წარმოდგენილ ნამუშევრებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა გურულების მუდმივი დაპირისპირება ყოფირებასთან, აზროვნებისა და კლიშეების კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს თვითმყოფადობა. ალეგრობა არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დღე, რომელიც, ამავდროულად, ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს.“

გია სალუქვაძე, გურიის მხარის გუბერნატორი

,,არაჩვეულებრივი დღეა. სასიხარულოა, რომ ალეგრობის ტრადიციები ასე ლამაზად ცოცხლდება ჩვენს ქალაქში. ქალაქი ოზურგეთი წლევანდელ ღონისძიებას ხვდება ისე, როგორც არასდროს. ჩვენი ქალაქი განახლებული და განსაკუთრებულად გალამაზებულია. ვულოცავ ოზურგეთელებსა და გურიის მხარის ყველა მაცხოვრებელს დღევანდელ დღეს.“
ღონისძიება ესტრადის ცნობილი მომღერლების ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძის, თიკა მახალდიანის და ნინი წიკლაურის გალა-კონცერტით გაგრძელდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა და ალეგრობა-ოზურგეთობის დღესასწაული ოზურგეთელებსა და ქალაქის სტუმრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42