ტელეკომპანი „რუსთავი2“-ის საქმეზე უმაღლესი სასამართლო ინსტანცია დღეს, 21 ნოემბერს იმსჯელებს. უზენაესი სასამართლოს კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.
არხის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, განხილვას მხარეები არ დაესწრებიან და განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ ისტორიული შანსი, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და გადაარჩინონ დემოკრატია და დაუმტკიცონ ბოროტ, მავნე ძალებს, რომ მოსამართლეები არიან ანგარიშგასაწევი ძალა და არ შეიძლება, რომ ვიღაცის დაკვეთით და პრეფერენციებით სასურველი შედეგების დადგომით, ასე მარიონეტებივით გამოიყენონ ეს მოსამართლეები,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.
ამ დრომდე უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სხდომა.
მასალის გამოყენების პირობები






