სახის დასერვა და ყურის მოჭრა- გარდაბანში ჩადენილი სასტიკი წამებისთვის 4 პირს 10-11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 10:16, 19 Nov, 2016     5870
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი გოგა არაბული, გივი არაბული, ლაშა ალუდაური და მამუკა გაბახაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ წამებასა და არაერთგზის ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’, მე-7 ნაწილის ,,ე’’ და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტებით. ინფორაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 მარტს მამუკა გაბახაძემ, გოგა არაბულმა, გივი არაბულმა და ლაშა ალუდაურმა ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, გოგა არაბულის მართვის ქვეშ მყოფი ,,MITSUBISHI-PAJEROS’’ მარკის ავტომანქანაში, ვითომდა სალაპარაკოდ, ჩაისვეს გივი არაბულის მეგობარი გოდერძი არაბული და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სცემეს, შემდეგ კი ავტომანქანით, სისტემატური ცემის პირობებში, იძულებით გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე გივი არაბულის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული პირები გოდერძი არაბულისგან გივი არაბულის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოების ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ და სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის დასჯის მიზნით ჯგუფურად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს, ყელზე ძლიერად მოუჭირეს პირსახოცი და დახრჩობით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოდერძი არაბული კატეგორიულად უარყოფდა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება, გოგა არაბულმა აღიარების მიღების მიზნით, გოდერძი არაბულს დანით სახის მარცხენა ნაწილი დაუსერა, ხოლო გივი არაბულმა მარცხენა ყური მოაჭრა.
სამართალდამცველებმა გოგა არაბული 2016 წლის 23 მარტს ქ. ბორჯომში, გივი არაბული 2016 წლის 11 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ლაშა ალუდაური 2016 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, ხოლო მამუკა გაბახაძე 2016 წლის 21 ივლისს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ და მე-7 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად არაერთგზის, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გოგა არაბულს და გივი არაბულს 11 წლით, ხოლო ლაშა ალუდაურს და მამუკა გაბახაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42