საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
რეგიონები - 14:55, 17 Nov, 2016     11560
საქართველოში, პირველად, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი), გზის ინოვაციური მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები განხორციელდა.

ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა (სტაბილიზაცია) ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით ხორციელდება. მისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით.

აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. ინოვაცია უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც. გარდა იმისა, რომ მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია. ასევე, გამოირჩევა ნაკლები წყალშეღწევადობით.

სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, სპეციალისტებმა აღნიშნული მეთოდი დადებითად შეაფასეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალი მეთოდით მოწყობილი გზის საფუძველი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური მოთხოვნების პარამეტრებს.

ახალი მეთოდით, 2017 წელს, კიროვაკანი-კუმურდოს გზისა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42