საკონსტიტუციო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო
სამართალი - 19:41, 16 Nov, 2016     1617
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

"2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (სარჩელის რეგისტრაციის N853).

კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საარჩევნო კოდექსის ხსენებული ნორმა აწესრიგებს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს. გადაუნაწილებლად მიიჩნევა მანდატები, რომლებიც რჩება 77 მანდატის პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაყოფისა და მცირემანდატიანი პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების რაოდენობის ექვსამდე შევსების შემდეგ. სადავო წესის თანახმად, გადაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის სარჩევნო სუბიექტი, რომელმაც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა 5%-ის მხარდაჭერა, შესაბამისად მის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იყო 6-ზე ნაკლები. საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად მას მანდატების რაოდენობა შეევსო ექვსამდე და, შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე იგი აღარ მონაწილეობს გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების პროცესში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც გადალახა 5%-ანი ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატების მიღების მიზნებისათვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენს, ხოლო სადავო ნორმით დადგენილი წესი მათ გამორიცხავს მანდატების განაწილების პროცესიდან, ამდენად, დისკრიმინაციულია მათ მიმართ.

საკონსტიტუციო სასამართლომ N853 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად. ამასთან, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42